ტიმ უოლცი: თუ ტრამპს დაბრუნების შანსი ექნება, ის ზუსტად იქ გააგრძელებს, სადაც 4 წლის წინ შეჩერდა
მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის თანამოაზრედ მისი პირველი გამოჩენისას, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „რესპუბლიკელი“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი გააკრიტიკა.
„უბრალოდ უნდა ვთქვა. თქვენ იცით ეს. გრძნობთ ამას. ეს ბიჭები შემზარავები და, დიახ, უბრალოდ უცნაურები არიან. ეს არის ის, რასაც თქვენ ხედავთ. თუ ტრამპს ექნება დაბრუნების შანსი, ის ზუსტად იქ გააგრძელებს, სადაც ოთხი წლის წინ შეჩერდა. მხოლოდ ამჯერად ეს ბევრად, ბევრად უარესი იქნება“, – აღნიშნა ვოლცმა.
გარდა ამისა, მინესოტას გუბერნატორმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე მისი კონკურენტი, სენატორი ვენსი ტრამპის „ქვეყნისთვის საშიშ და ჩამორჩენილ დღის წესრიგს“ იზიარებს.