ნიკოლას მადურო – ბლინკენის განცხადებაზე: გადაწყვეტილებას იღებს ვენესუელის ხალხი და არა აშშ
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ის არის 28 ივლისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის მოსაზრება არ აინტერესებს.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით მტკიცებულებებით ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.
„გადაწყვეტილებას იღებს ვენესუელის ხალხი და არა აშშ-ის მთავრობა. გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ვენესუელის ინსტიტუტები, ჩვენ, ვენესუელელები. არავინ უნდა ჩაერიოს ისევე, როგორც ჩვენ არ ვერევით არავის საქმეში“, – აღნიშნა მადურომ.
ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, გამარჯვება რუსეთმა და ჩინეთმა მიულოცეს.