ზუგდიდის სასამართლომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, „გირჩის“ წევრს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, „გირჩის“ წევრს ვიტალი გუგუჩიას 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო.
მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

როგორც ბრალდებული აცხადებდა ის მიმალვას არ აპირებდა.
რაც შეეხება ადვოკატს, მისი მტკიცებით, ბრალდებული უდანაშაულოა და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოცირებული.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები