აჭარაში, ჩირუხის მთაზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი შენდება

აჭარაში ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაჭიმულია ბაგირი, დასრულებულია ქვედა და ზედა სადგურის მშენებლობა და მიმდინარეობს მოპირკეთება.

“უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება, 9.3 მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში ,,არწივის ბუდის” დიზაინის, არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა. ქვედა სადგურში ტურისტული ცენტრი იფუნქციონირებს.

საპროექტო არეალი დაახლოებით 3500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში მოეწყობა კაფეტერია, ტერასა, საპარკინგე სივრცეები და ველო-სადგურები. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები