ბოლო 6 თვეში საქართველოში 2 544 ავარია მოხდა – როგორია გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა

2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 2 544 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, წელს, 6 თვეში რეგისტრირებული 2 544 ავარიიდან 70 შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი იყო სიმთვრალე.

რაც შეეხება მსხვერპლს, სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, სწორედ აღნიშნული საგზაო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 179, ხოლო დაშავდა 3 356 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები