ტრამპი: გავიგე, რომ დღეს ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა
გავიგე, რომ დღეს ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Kick-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა.
„გავიგე, რომ დღეს ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს. მათ თავს დღეს დაესხმებიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა და ეს არ განხორციელდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხზე ინფორმაცია ახალი ამბებიდან მიიღო და საიდუმლო ინფორმაციას არ ფლობს.
მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმის შესახებ აცნობათ.