გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის ხე, დანარჩენები – „ევროპული საქართველო“ იქნება, „ახალი“, ძველი თუ „ლელო”, ამ პარტიის ყლორტები არიან
„ნაცმოძრაობა“ არის ხე, დანარჩენები – „ევროპული საქართველო“ იქნება, „ახალი“, ძველი თუ ლელო, ამ პარტიის ყლორტები არიან,- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი გიგა ბოკერიას მიერ ევროპული საქართველოს” დატოვებას.
მისივე თქმით, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებიც განაგრძობენ დაშლას, რაც ამ პარტიის ბუნების ნაწილია.
„ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბუნება. „ნაცმოძრაობა“ არის ფესვები და ხე, დანარჩენები – „ევროპული საქართველო“ იქნება, „ახალი“, ძველი თუ „ლელო“, ეს არის უკვე ამ პარტიის ყლორტები. ბუნება არის ასეთი, რომ იქ ერთიანობას ვერ იტანენ, არ არსებობს ერთმანეთის გატანა. შესაბამისად დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ ბოკერიამ ბრიფინგზე გააკეთა.