პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ილია სულამანიძე იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი, ილია სულამანიძე იასპარეზებს.

ქართველი წონის მეორე ნომერია და პირველ წრეს გამოტოვებს. ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები