“მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ის პარტია, რომელიც საუბრობს პოზიტივზე” – იონათამიშვილი
“მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ის პარტია, რომელიც საუბრობს პოზიტივზე, ვინც საზოგადოებას სთავაზობს განვითარებას, მშვიდობას და კეთილდღეობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
“დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ მხარდაჭერით, ამ საქმიანობით და კონკრეტული საქმეებით მოვიპოვებთ იმ გადამწყვეტ უმრავლესობას, რომლისაც ასე ძალიან ეშინია დღეს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.