გერმანიაში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ესენში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, ქართველი, რომელიც ბინაში შეღწევას ცდილობდა, ბინის მეპატრონემ შენიშნა.

მისი დანახვისას კაცი გაიქცა და რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ, ის პოლიციამ დააკავა. დაკავებისას ქართველს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა.

გარდა ამისა, მისი ჩხრეკისას ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო იარაღები. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები