საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში, ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება აქტიურ ფაზაშია. პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

“შეგახსენებთ, რომ პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარ განსაზღვრული 89 ლოკაციიდაან შეარჩიონ ერთ-ერთი, გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1yt_fyy6HET3k1-XBx73MENr5Jrt4WMLmivHFsKHcwKVMRvy3YFfujdzw_aem_vCaC8rIw1h3hlgEXhjQ84A“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები