ნეთანიაჰუ იემენზე თავდასხმის შესახებ: ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენეს ძალიან ძვირს გადაიხდის საკუთარი აგრესიის გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სწორედ მან წამოიწყო თავდასხმა იემენის პორტზე, რომელიც, მისი თქმით, არ იყო სამოქალაქო და გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა სამხედროებს ისრაელის საზღვრებიდან 1800 კილომეტრში სამიზნეზე წარმატებული დარტყმისთვის. პრემიერის თქმით, ეს დარტყმა მტრებს აჩვენებს, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი მკლავი ვერ აღწევს.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ დარტყმა საპასუხოდ იყო ჰუსიტების თვითმფრინავის თავდასხმაზე, რომელმაც ისრაელის მოქალაქე მოკლა.

„და ბოლოს, მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის: ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ფრონტზე დავიცავთ საკუთარ თავს. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენეს ძალიან ძვირს გადაიხდის საკუთარი აგრესიის გამო”, – ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები