“არის მუხლები, რომლებსაც ვერ შევეხებით: მკვლელობა, სექსუალური ხასიათის დანაშაული, ტრეფიკინგი, ნარკოტიკების გასაღება” – გორდულაძე ამნისტიის პროექტზე
“როგორც ჩვენი გუნდის წევრების, გუნდის ლიდერების მხრიდან არაერთხელ იქნა განმარტებული, ამნისტიის პროექტი არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდეს და დავუახლოვდეთ კარგ, ევროპულ სტანდარტს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკაში” განაცხადა.
“სხვადასხვა მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება შეეცდება, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდეს. თვითონ ამ პროექტს რაც შეეხება, არის მაქსიმალურად დაბალანსებული – გათვალისწინებულია საზოგადოების ინტერესი, რათა საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე.
ნებისმიერი მსჯავრდებულის ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, პატიმრის ყოლა არის განსაცდელი. მაგრამ არის მუხლები, რომლებსაც ვერ შევეხებით – მაგალითად, მკვლელობა, სექსუალური ხასიათის დანაშაული, ტრეფიკინგი, ნარკოტიკების გასაღება…”, – განმარტა გორდულაძემ.