“მსჯავრდებულებისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია 2003-1012 წლებთან შედარებით, რადგან იცით, მაშინ როგორ საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება ადამიანებს” – გორდულაძე
“მსჯავრდებულებისადმი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, განსხვავებულია 2003-1012 წლებთან შედარებით, რადგან იცით, მაშინ როგორ საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება ადამიანებს, რამდენი პრობაციონერი, მსჯავრდებული გვყავდა და რა ვითარება იყო ამ დროს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ განაცხადა.
“რაც შეეხება პრეზიდენტს, ცალე საკითხია რა ადამიანებს და რა კონტექსტიდან გამომდინარე იწყალებს მათ. ადამიანები რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა რომ შეიწყალა. გვაქვს ეჭვი რომ, ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და უნდა ასრულებდეს ამ შემთხვევაშიც გარე ძალებიდან მიღებულ დავალებებს“, – განაცხადა გორდულაძემ.