„ეს ადამიანები ჩვენს ეროვნულ იდენტობას ებრძოდნენ და ჩვენი საზოგადოება ამ ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს” – გიორგი სოსიაშვილი

„ეს ადამიანები ჩვენს ეროვნულ იდენტობას ებრძოდნენ და ჩვენი საზოგადოება ამ ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა “შაბათის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულების, მაგრამ ძალაუფლების დიდი წყურვილის მქონე ძალები არიან შეკრებილი. კარგად ვიცით, რომ ჩვენმა ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა. ის ადამიანები, რომლებიც ახლა გაკეთილშობილებული სახით იყურებიან, მათ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე. ცდილობენ გაურკვეველი წარმოშობის თანხებით დაფინანსებას და შემდეგ პირდაპირი შტურმის მიტანას ჩვენს იდენტობაზე. ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი. ისინი ერთმანეთის მლანძღველები იყვნენ და დღეს მოგვევლინნენ ვითომ ერთიან ძალად“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები