სანდრო თოფურია ნანა ლეჟავას პასუხობს – “ბინძურ, კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში საჯაროდ მონაწილეობას არ მივიღებ”
პარტია „თაობები საქართველოსთვის” წევრი სანდრო თოფურია ჟურნალისტ ნანა ლეჟავას ბრალდებებს პასუხობს.
ის TV24-ის ყოფილ დირექტორს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნანა ლეჟავამ მის მიმართ „კარგად დაგეგმილი პროვოკაცია” მოაწყო.
“იქიდან გამომდინარე , რომ ვთვლიდი არ შევსულიყავი პოლემიკაში ქ. ნანასთან, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ჩემი ნდობა და მოაწყო ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ვთვლი საჭიროდ განვმარტო.
უპირველეს ყოვლისა პრობლემა წარმოიშვა, შეთანხმებების დარღვევის გამო მეორე მხარის მიერ ( მიუხედავად ბევრი სიბინძურისა რაც ამ “ადამიანმა” მაკადრა , ვთვლი რომ ჩემი აღზრდა მაძლევს მორალურ უფლებას და ვიქნები კორექტული).
სრული ტყუილი, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაში, რომელიც გაისმის ჩემს მიმართ! მინდა განვმარტო, რაც ჩემი და ქალბატონ ნანას ურთიერთობა შევიდა ჩიხში, გადავედი მასთან კომუნიკაციის ისეთ ფორმაზე როგორიცაა ელექტრონული მიმოწერა, შესაბამისად არსებობს ჩემი პოზიციის დამადასტურებელი ფაქტები და არა ეს მითხრა ის მითხრა.საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა კომპეტენტურ ორგანოებს წარვუდგენ დამადასტურებელ ფაქტებს.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო , ბინძურ კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში საჯაროდ მონაწილეობას არ მივიღებ. ხოლო დანარჩენი აუცილებლად გაირკვევა და მისი ჩადენილი ქმედებები შეიძლება სისხლის სამართლის კვალიფიკაციასაც კი დაექვემდებაროს.
მადლობა ყურადღებისთვის!”, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
ნანა ლეჟავას განცხადება იხილეთ აქ