ნატოს სამიტის დეკლარაცია: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან

ნატოს 75-ე საიუბილეო შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მოლდოვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე“, – ნათქვამია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, რომ ნატოს 75-ე საიუბილეო ღონისძიება ვაშინგტონში 9 ივლისს გაიხსნა და 11 ივლისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები