ბექა დავითულიანი: რთული არჩევნები იქნება, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, მოიმატებს

რთული არჩევნები იქნება, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, მოიმატებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი დიდი ძალა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც ემზადება იმისთვის, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინო.

„რთული არჩევნები იქნება. უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მოიმატებს, ოღონდ არ იქნება ამის არგუმენტები და ფაქტები, თუ რატომ ვიქცევით ცუდად. მეტსაც გეტყვით, წინასწარ ძალიან ბევრი და დიდი ძალები ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედან უფრო ემზადებიან იმისთვის, რომ მოახდინო ამ არჩევნების დისკრედიტაცია წინსწრებით, ნაბიჯები უკვე ჩანს ამის. ეს ვერ მოხდება, უბრალოდ არჩევნებს ჩავატარებთ კარგად და ვერ დადებენ ფაქტებს, რომ ჩვენ ეს არჩევნები ჩავატარეთ არასტანდარტის შესაბამისად. არსებითად ეს არჩევნები იქნება სტანდარტის შესაბამისი. ვერავინ საპირისპირო ფაქტს და არგუმენტს ვერ მოიყვანს. ბოლოს მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამ ქვეყანაში ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან შედარებით ბევრად მეტი მხარდამჭერი, ამიტომ რევოლუციური სცენარები, რომლისთვისაც ფაქტია, რომ ემზადებიან, კოორდინება ჩანს, რომ არის ქვეყნის გარედან. მეტ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ცალსახად ჩანს”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები