11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამგზავრო ავტობუსები ხულო-ბათუმის და ბათუმი-ხულოს მიმართულებით იმოძრავებს.

„მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 6 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ.

სამგზავრო ავტობუსები ყოველდღე იმოძრავებს (გარდა კვირა დღისა) ხულო-ბათუმისა და ბათუმი-ხულოს მიმართულებით, შემდეგი განრიგით:

I  რეისი, ხულო-ბათუმი 07:30 სთ

II  რეისი, ხულო-ბათუმი 18:30 სთ

I  რეისი, ბათუმი-ხულო 07:00 სთ

II  რეისი, ბათუმი-ხულო 18:30  სთ

ავტობუსების გასვლის ადგილი:

ხულო – საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ბათუმი – ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები,საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები