“ჩვენი მიზანი არჩევნების ჩატარებაა დემოკრატიულ გარემოში, რომლის ყველა წინაპირობაც ხელისუფლების მიერ არის შექმნილი” – მათიკაშვილი
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მისი მშვიდობიანი განვითარება”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
“გარკვეული მიზნები, რომლებიც ზოგიერთ ძალას ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, არაერთხელ გაჟღერებულა, იგივე, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც – ამ ვითარებაში ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარების, ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა, ასევე, არჩევნების ჩატარება მაღალი დემოკრატიული სტანდარტის გარემოში, რომლის ყველა წინაპირობაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი”, – განმარტა დეპუტატმა.