„საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის” – გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება არასწორობასთან და გაუგებრობასთან ერთად, არის ასახსნელი. ის შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში გაჩერდა. ეს რას ნიშნავს? თეორიულად დავუშვათ, რომ საუბრობენ შეჩერებაზე, რა არის ამის არგუმენტი და რა დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით?! არსებობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, არაერთი კვლევითი ორგანიზაციის დოკუმენტები, რომლის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილზეა. ამაზე განცხადებას თავად ევროკავშირის ელჩი აკეთებს ხოლმე.

ამ ფონზე ევროკავშირის ელჩს ასახსნელი აქვს, როცა მაგიდაზე დევს დოკუმენტი, რომ საქართველომ გამოცდა პირნათლად, უმაღლესი ქულებით ჩააბარა, რატომ ამბობს, რომ პროცესი შეჩერდა?! რას ნიშნავს – რა მექანიზმია ასეთი?”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები