საქართველოც თანაბარ პოზიციებშია ჩართული, რაც მიუთითებს ნატოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ძალიან მზარდ, პოზიტიურ დამოკიდებულებაზე – გივი მიქანაძე

ნატოს სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ამ სამიტში მონაწილეობა არის შედეგი მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობისა.

“საქართველოს საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ამ სამიტში არის შედეგი მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობისა, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ინდივიდუალურად და ასევე ნატოს, როგორც გაერთიანებას აკავშირებს საქართველოსთან.

ამ მნიშვნელოვან სამიტში, ასეთი მაღალი რანგის დელეგაციით მონაწილეობა, ჩართულობა იმ პროცესებში, სადაც, როგორც წესი, ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და საქართველოც თანაბარ პოზიციებშია ჩართული, კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ძალიან მზარდ, პოზიტიურ დამოკიდებულებაზე”,- განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები