“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე” – შაქარიშვილი

“გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე “, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

“განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართველი საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი 2013 წელს ამავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ, პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება, გარდაიქმნას”, – აცხადებს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები