მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის და აზერბაიჯანული ენის გამოცდას ჩააბარებენ
“დღეს აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ცენტრში გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტები ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები – ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, აზერბაიჯანული ენის გამოცდას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.