ხარკოვის ოლქში მანქანა ნაღმზე აფეთქდა – დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ჩვილი

ხარკოვის ოლქში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, სერხიი ბოლვინოვი იუწყება, დაღუპულებს შორის ერთი ჩვილია.

„რუსულ ნაღმზე დაღუპული ორი თვის გოგონას ცხედარი ვიპოვეთ. აფეთქების ტალღამ ის დედისგან 15 მეტრის მოშორებით გადააგდო. სამძებრო სამუშაოები გუშინდელი დღიდან გრძელდება, პირველები გამნაღმველები წავიდნენ, რომლებმაც ტერიტორია შეამოწმეს“, – განაცხადა ბოლვინოვმა.

როგორც ცნობილია, ხარკოვის რაიონში, ცირკუნის მახლობლად საოჯახო მანქანა ნაღმს შეეჯახა. ახლობლების თქმით, მანქანაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, მანქანა გზაზე რუსულ TM-62P ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს შეეჯახა. აფეთქების შედეგად მძღოლი, მისი და, მისი ორი ზრდასრული შვილი და ორი შვილიშვილი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები