მერია: ქობულეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქობულეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

“პროექტით გათვალისწინებულია :
➢ სასეირნო ბილიკების გრანიტით და ტრავენტინით მოპირკეთება;
➢ გარე განათების სისტემების სრული განახლება;
➢ ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა;
➢ ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა;
➢ ტენისის კორტების მოწყობა;
➢ ამფითეატრის რეაბილიტაცია;
➢ გედების ტბის რეაბილიტაცია;
➢ მხატვრის სახლის რეაბილიტაცია;
➢ მოცეკვავე შადრევნის ტექნიკური განახლება;
➢ მწვანე ლაბირინთის მოწყობა;
➢ საპარკო ფურნიტურის მოწყობა;
➢ ფანჩატურების მოწყობა;
➢ საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
სამუშაოები საპარკე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გასულ წელს დაიწყო. გარდამავალი პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
პარკის რეაბილიტაციისთვის მერიიდან 4 მლნ ლარზე მეტი იხარჯება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები