თეა წულუკიანმა ქუთაისის დრამატულ თეატრში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს, მირანდა კაპანაძეს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლა მირანდა კაპანაძეს, პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს (57 კგ), რომელმაც 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქუთაისის თეატრი ქართველ ევროპის ჩემპიონს, რომელიც ჭიათურიდანაა, თავისი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული სპექტაკლით – „ჰელვერის ღამით“ დახვდა. სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე. „ჰელვერის ღამით“ თეატრალური სეზონი დაიხურა.

მნიშვნელოვანია, რომ აქამდე საქართველოს ქალ მოჭიდავეთა არც ეროვნულ და არც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს ამ რანგის შეჯიბრებაში ჩემპიონი არ ჰყოლია და ასეთ წარმატებას მირანდა კაპანაძემ მიაღწია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონს წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები