14 ივლისს ფესტივალი Art – გენი 2024 სტარტს რეგიონული ტურნეთი აიღებს

პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართება.
ფესტივალი ცხრაწყაროს ამფითეატრში 19 : 00 საათიდან დაიწყება.
მოეწყობა ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა – გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
დასკვნით კონცერტს ბენდი “ჩვენებურები”, GAGA FRANI და REGGAEON გამართავენ.
ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში პანტიანის ტბაზე REGGAE0N – ის და SHEREKILEBI – ს კონცერტით დასრულდება.
Art – გენი 2024 – ის რეგიონული ტურნეს მხარდამჭერები არიან:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები