გიორგი ქინქლაძე: გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები
,,ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს”, – ასე ეხმაურება ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე.
“საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.
მადლობა ეროვნულ ნაკრებს რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.
გაუმარჯოს საქართველოს!’’ – წერს გიორგი ქინქლაძე.