“თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის დღესასწაული იყო” – ბუდუ ზივზივაძე

“ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი; თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის დღესასწაული იყო”, – ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ შეკითხვას, თუ როგორ ინარჩუნებდა განწყობას იმის ფონზე, რომ მოედანზე ბევრი თამაში არ მოუწია.

“მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელმა ასე გადაწყვიტე და მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”, – აღნიშნა ზივზივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები