“ვალენსია” – მამარდაშვილზე: გვინდა, მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა
საქართველოსა და ესპანეთს შორის ჩატარებულ მატჩს სოციალურ ქსელ X-ზე აფასებს საფეხბურთო კლუბი “ვალენსია”.
“ვალენსია” საკუთარი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გამოსვლასაც ეხმაურება.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.