“საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის” – ესპანეთის მწვრთნელი

“მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა”, – ასე გამოეხმაურა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დელა ფუენტე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას პორტუგალიის ნაკრებზე.

“დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის”, – განაცხადა დელა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.

ლუის დელა ფუენტეს კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები