ლევან იოსელიანი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

“ სახალხო დამცველმა მაიკლ ო’ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ახლად არჩეულმა კომისარმა ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები