ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის მოსამართლემ, ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით, ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რვა მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამასთან, პროკურორებმა ერნანდესი მისი მმართველობის პერიოდში ნარკოკარტელებთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰონდურასის გავლით 400 ტონაზე მეტი კოკაინი გადაიტანეს.
პროკურორების თქმით, სანაცვლოდ, ერნანდესმა მიიღო მილიონობით დოლარი ქრთამის სახით, რომელიც პოლიტიკაში წინსვლისთვის გამოიყენა.

ერნანდესი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

ინფორმაციისთვის, ერნანდესი ჰონდურასის პრეზიდენტი 2014-დან 2022 წლამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები