პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ევროკავშირს რუსეთსა და ბელორუსთან საზღვარზე თავდაცვის ხაზის აშენებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზის აშენებისკენ მოუწოდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც ბრიუსელში, ხუთშაბათს გამართულ სამიტზე განიხილავენ, ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

„რუსეთსა და ბელარუსთან ევროკავშირის საგარეო საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის აშენება დააკმაყოფილებს ევროკავშირის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას. ჰიბრიდული საფრთხეები ეხება სამხედრო და არასამხედრო, ასევე ფარული საშუალებების ერთობლიობას, მათ შორის, დეზინფორმაციას, კიბერთავდასხმებს, ეკონომიკურ ზეწოლას და მიგრანტების საზღვრებს მიღმა გაძევებას. ამ ერთობლივი მცდელობის მასშტაბები და ხარჯები მოითხოვს ევროკავშირის ერთგულ ქმედებას, რათა მხარი დაუჭიროს მას, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად“, – ნათქვამია ოთხი ლიდერის წერილში.

ამასთან, ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის ხაზის დაგეგმვა და აშენება ნატოსა და მის სამხედრო მოთხოვნებთან კოორდინაციაში უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციისთვის, წერილს ევროკავშირის ლიდერების 27-28 ივნისის სამიტზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები