დანიელ ჰაგარი: ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა, ცდება

ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა, ცდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა.

„ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა:

„უსაფრთხოების კაბინეტმა ომის ერთ-ერთ მიზნად „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება განსაზღვრა და ისრაელის თავდაცვის ძალები, რა თქმა უნდა, ამის მიმართ ერთგულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ არმია მთავრობის განცხადებული ომის მიზნების ერთგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები