პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს

ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობის კრიტიკის შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე.

„ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები