რატი იონათამიშვილი: ვიცი, რომ კეზერაშვილს არ მისცეს აშშ-ის ვიზა – სხვა მსგავსი მაგალითი სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემთვის არ არის ცნობილი

“ვიცი, რომ კეზერაშვილს არ მისცეს აშშ-ის ვიზა  – სხვა მსგავსი მაგალითი სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემთვის არ არის ცნობილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ანუ კეზერაშვილს დაუწესდა სავიზო შეზღუდვა. სხვა სავიზო შეზღუდვაზე რომ საუბრობენ, ამის მაგალითი ჩემთვის არ არის ცნობილი. წინა კვირას მე მქონდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ში, გაეროში და ეს შეხვედრები იყო უმაღლესი დონის. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის შშმ პოლიტიკის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელს და სხვა ოფიციალურ პირებს. გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ხდებოდა ხაზგასმა იმ პროგრესის, რომელიც საქართველოს შშმ პირთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით აქვს. ისინი ამ რეფორმებს იცნობენ, კარგად აქვთ ეს საკითხი შესწავლილია და ამბობენ, რომ საქართველო ერთგვარი როლური მოდელია რეგიონში და მაგალითის მიმცემი უნდა იყოს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის. ასეთი საუბრები გვქონდა და სანქციები და რაღაც შეზღუდვები არავის უხსენებია. ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი საუბრებია, ეს პოზიტიურად არ აისახება იმ ურთიერთობებზე, რაც ჩვენ შორისაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები