ღაზაში, ჰუმანიტარულ ზონაში ისრაელის თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზაში, ჰუმანიტარულ ზონაში ისრაელის თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ძალებმა ალ-მავასის “ჰუმანიტარულ ზონაში” კარვები დაბომბეს, რომლის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს კომისია იუწყება, რომ ისრაელის ხელისუფლება პასუხისმგებელია ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირაში კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა გართულდა, რის გამოც დევნილები შიმშილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები