„ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა” – აჭარის ტელევიზიის წამყვანი მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა “გასტრომოყვარულის” ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ალეკო თხილაიშვილი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი – ტელევიზიაში.ის აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები