“იყო აქტიური ჩართულობა – ბაღებში დაგვეწყო სასწავლო კურსის შეტანა, რომ ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ორი ერთნაირსქესიანი პირის შვილად ყოლა” – ოხანაშვილი

“იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი აქტიური ჩართულობა, რომ ბაღებში დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის, რათა ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ორი ერთნაირსქესიანი პირის შვილად ყოლა და რა შედეგებს იწვევს ეს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

“ამ სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები დახურულ კარს მიღმა.

კიდევ სხვა ბევრი მოცემულობაა, როდესაც დაიბეჭდა კონკრეტული საინფორმაციო, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ბუკლეტები, სადაც ეს ყველაფერი იყო წარმოჩენილი პროპაგანდისა და პოპულარიზაციის მიზნით. ამიტომ, ჩვენ ეს ხელის გულზე გვიდევს და საჭიროა ჩარევა და მოქმედება, არა უხეშად და არა ვინმეს უფლებების ხარჯზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები