პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოფისში განაცხადა.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საიას და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები