თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია
საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა,- ამის შესახებ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა.
მან თურქეთ-საქართველოს მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია.
“ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალის სტატუსს იმსახურებდა. თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.
ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ“,- განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.