საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან მატჩში დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა.
მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.
შეხვედრა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობდა.
თურქეთის შემდეგ ტურნირზე ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.