“მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი” – GWP

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო”, – ინფორმაციას GWP ავრცელებს.

“მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

ადგილზე 24- საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა.ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე.

დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა

Სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები