18, 22 და 26 ივნისს თამაშების პირდაპირი ტრანსლირება ქუთაისში, 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა
18, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და, ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
17:00 საათიდან დაუკრავს DJ სომალი, მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.