“ჩვენთვის პრიორიტეტი არის ვადები და ხარისხი” – თბილისის მერის მოადგილე

“წერეთლის გამზირის მსგავსად, ნებისმიერ პროექტში თუ შევატყობთ, რომ კომპანიები ვერ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ვადები და ხარისხი”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას აღნიშნა.

“ბუნებრივია, ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ყოველთვის არის შეზღუდვა, შეფერხებები და რაც შეიძლება, მალე უნდა დავასრულოთ ხოლმე სამუშაოები”, – განმარტა ბენდელიანმა.

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის პროექტის შესახებაც საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ეს არის დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ.

“ეს არის დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ, სადაც მუდმივად საცობის პრობლემა იყო. ამ ახალი პროექტის მიხედვით, რომელიც დაახლოებით ორთვენახევარში დასრულდება, შესაძლებელი იქნება ამირეჯიბიდან თამარაშვილის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ დაკავშირება. შესაბამისი შუქნიშნები და კვანძი მოეწყობა და როდესაც თამარაშვილის მიმართულებით გადავადგილდებით, შესაძლებელი იქნება როგორც ვაკის, ასევე საბურთალოს მიმართულებით წასვლა. ანალოგიურად, როდესაც თამარაშვილიდან ამირეჯიბის მიმართულებით გვინდა გადაადგილება, შესაბამისი პანდუსები იქნება მოწყობილი და შუქნიშნის გავლით მოხდება დაკავშირება ამ ორ ქუჩას შორის. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს იქ არსებულ საცობების პრობლემას“, – განაცხადა  ბენდელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები