სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოც უკრაინისა და მოლდოვის რიგებს შეუერთდება.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება“, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები