უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

„ელჩები პრინციპულად შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ბელგიის წარმომადგენლობა  პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციებს 25 ივნისს დანიშნავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას ამ დრომდე უნგრეთი ბლოკავდა, თუმცა საბოლოოდ თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები