გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს, ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს – ვეტოვუმენად გადაიქცა

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს, ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს – ვეტოვუმენად გადაიქცა,- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს, ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს – ვეტოვუმენად გადაიქცა და სურვილი აქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. მას სურს, საზოგადოებას, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე მოევლინოს. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა ამომრჩეველს, ქვეყანას. ვინც აგინებდა, მათ იწყალებს. ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები